ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აალენის გამოყენებით უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Aalen University of Applied Sciences) (აალენი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ნომინანტების ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადა მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე: 20.11.2019

აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ინფორმაცია აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გერმანული ენის სავალდებულო კურსებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

პარალელურად, შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში. 

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესადმინისტრირება და საინჟინრო სპეციალობები).

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში).

 

სიახლეებში დაბრუნება