ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Bialystok University of Technology - BUT) (ბელოსტოკი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაცია ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბელოსტოკის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება, არქიტექტურა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, მექანიკა და მასალათმცოდნეობა).

 

სიახლეებში დაბრუნება