ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VGTU) (ვილნიუსი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

შერჩეულმა ნომინანტებმა უნდა გაიარონ დამატებით ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ  უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: არქიტექტურა, ბიზნესის მენეჯმენტი, მშენებლობა, ინფორმატიკა და ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა, ფიზიკა, მათემატიკა, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

შერჩეულმა ნომინანტებმა უნდა გაიარონ დამატებით ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ  უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ  უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: არქიტექტურა, ბიზნესის მენეჯმენტი, მშენებლობა, ინფორმატიკა და ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა, ფიზიკა, მათემატიკა, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა).

 

სიახლეებში დაბრუნება