ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO) (კაუნასი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19.
ნომინანტების წარდგენის ვადა: 30.11.19.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ლექტორის მობილობა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გეოდეზია, კარტოგრაფია, დისტანციური ზონდირება, მულტიმედია).

 

სიახლეებში დაბრუნება