ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი (Faculty of Architecture/University of Lisbon – FA/ULisboa) (ლისაბონი, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.10.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 25 ოქტომბრამდე

ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან  დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან არქიტექტურის ფაკულტეტზე, ლისაბონის უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება არქიტექტურასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებს).


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ასევე, დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობა განხორციელდება არქიტექტურის ფაკულტეტზე ლისაბონის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან არქიტექტურის ფაკულტეტზე ლისაბონის უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება არქიტექტურასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებს).

 

სიახლეებში დაბრუნება