ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის სპეციალობებს).


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის სპეციალობებს).

 

სიახლეებში დაბრუნება