ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი (Universidad del País Vasco (UPV/EHU) - University of the Basque Country) (ბილბაო, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე
მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27.11.2019

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება