ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტუშას უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ტუშას უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ტუშა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

Erasmus+ სტუდენტებისთვის გზამკვლევი და დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტუშას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები, კომუნიკაცია და ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და საინჟინრო სპეციალობები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაცია ტუშას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ტუშას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტუშას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები, კომუნიკაცია და ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და საინჟინრო სპეციალობები).

 

სიახლეებში დაბრუნება