Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (ყოფილი ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტი) (კაუნასი, ლიტვა) (Vytautas Magnus University - VMU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.10.19
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 25 ოქტომბრამდე

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტები იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 4 სტუდენტის (მათგან 3 სტუდენტის მობილობა ნულოვანი გრანტით (ე.წ. Zero Grant)) მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19 
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტები იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა  და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში, 2020 წლის 31 ივლისამდე.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).

 

სიახლეებში დაბრუნება