Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.11.19 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 12 ნოემბრამდე

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2019 წლის 1-ელ დეკემბრამდე.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტულია გარემოსდაცვა, მათემატიკა და სტატისტიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი, სამშენებლო და  სატრანსპორტო მიმართულებები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება