Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვენეციის IUAV უნივერსიტეტში- 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









03/28/2019 ვენეციის  IUAV უნივერსიტეტი (Università Iuav di Venezia - IUAV) (ვენეცია, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

ვენეციის  IUAV უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვენეციის  IUAV უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: არქიტექტურა და ქალაქგეგმარება, დიზაინი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 
აკადემიური პერსონალისთვის -15.04.2019 
ადმინისტრაციული პერსონალისთვის - 27.03.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019


ვენეციის IUAV უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ვენეციის IUAV უნივერსიტეტში 2019 წლის 13-17 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ვენეციის IUAV უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვენეციის  IUAV უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: არქიტექტურა და ქალაქგეგმარება, დიზაინი).

 

სიახლეებში დაბრუნება