Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









03/27/2019 აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Aalen University of Applied Sciences) (აალენი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი). 


შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობა განხორციელდება აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული და 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესადმინისტრირება და საინჟინრო სპეციალობები).

 

სიახლეებში დაბრუნება