ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიური ინსტიტუტი

ყველა სიახლე

ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიური ინსტიტუტი

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნით


მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნით12 ივნისს ხელი მოეწერა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს ,,სპექტრი“ და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნითმემორანდუმის მიზანია ერთი და იგივე ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ,,მებათქაშე“ და ,,მღებავი“ ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა.

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნითაღნიშნული პროგრამები სტუ–ში განხორციელდება სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაში.

მემორანდუმი მობილობის პროცესის ხელშეკრულების მიზნითმემორანდუმს, რომლის მოქმედების ვადა 5 წელია, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯის ,,სპექტრის“ დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ.

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პროგრამებისა ტყიბულის სამთო–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იგეგმება ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის“ პროფესიული პროგრამის და მომზადება/გადამზადების პროგრამის – ,,ამფეთქებელი“ განხორციელება.



 2018 წლის 9 ივნისს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომების დეპარტამენტის უფროსი ლია მსხილაძე და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მესამე და მეოთხე საფეხურის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს