სხდომა სან დიეგოს უნივერსიტეტთან

06/24/2018

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ,,სანდიეგოს’’ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის და ამერიკის ინჟინერიის სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტების მხრიდან პერიოდული კონსულტაციების გათვალისწინებით, მიმდინარეობს საბაკალავრო პროგრამის ,,ელექტრული ინჟინერია’’ (ქართულ ენაზე) მომზადება. პირველ ეტაპზე იგეგმება პროგრამის საქართველოს აკრედიტაციის ცენტრში წარდგენა აკრედიტაციის მისაღებად, ხოლო მეორე ეტაპზე, სანდიეგოს ტექნიკური უნივერსიტეტი/საქართველოს მხრიდან (ABET) აკრედიტირებული ინგლისურენოვანი პროგრამის ,, ელექტრული ინჟინერია ‘’ გადმოცემა. (გადმოცემის პროცესს უძღვება ორ უნივერსიტეტს შორის მოქმედი გარდამავალი კომიტეტი) .

ამა წლის 22 ივნისს, სტუს-ს შეხვედრების ოთახში ჩატარდა სან დიეგოს ტექნიკური უნივერსიტეტი/საქართველო-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდამავალი კომიტეტისმე-2 სხდომა..

განხილული სხვადასხვა საკითხებიდან, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს დაევალა:

1) შეიქმნას ფაკულტეტზე (ABAT) აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროგრამების მდგრადობის უზრუნველსაყოფზე, მომუშავე ქვე-კომიტეტი;

2) დაიგეგმოს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები აღნიშნული ქვე-კომიტეტის წევრებისათვის;

3) სტუ-ს გარდამავალმა კომიტეტმა იმუშავოს ლაბორატორიული მოწყობილობების და შესაბამისი სივრცეების განაწილების უზრუნველყოფის საკითხებზე პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

 



 

სიახლეებში დაბრუნება