„გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მშენებლობა

06/04/2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური  „გარდაბნის თბოსადგური  2-ის“ მშენებლობა დაიწყო

             კომპანია „გარდაბნის თბოსადგური 2“, რომელიც წარმოადგენს „საქართველოს ნავთობისა დ გაზის კორპორაციის“ შვილობილ კომპანიას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახორციელებს 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის „ჯენერალ ელექტრიკის“ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. თბოელექტროსაგურს ექნება „ნულიდან“ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება.  თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის.

            დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემის დამოუკიდებლობისათვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და მთლიანად ენერგოსექტორის შეუქცევადი განვითარებისათვი. პროექტს ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საინჟინრო- საკონსულტაციო ორგანიზაცია „პოირი“-ს (Poyry) შვეიცარული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც საპროექტო, ასევე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

 




 


 

სიახლეებში დაბრუნება