სემინარი სკოლის მოსწავლეებისათვის

05/28/2018 სემინარი სკოლის მოსწავლეებისათვის „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“


2018წლის24 მაისს კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებისათვის ჩატრდა სემინარი. სემინარსუძღვებოდასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე. სემინარის ჩატარების მიზანია,საინფორმაციო სესიების გზით, მოსწავლეები უკეთგაეცნონ ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებს და აქტიურად ჩაერთონ ენერგოდამზოგი პროექტების განხორციელებაში, რათა თავიანთი წვლილსშეიტანონ კლიმატური ცვლილების შერბილების პროცესში.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების,საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის დაზოგვის და განახლებადი ენერგიების გამოყენების შესახებ,
სემინარის შემდეგ მოეწყო მინი კონკურსი "ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია".ვიქტორინის დროს დასმული კითხვები ეფუძნებოდა სემინარის დროს მიწოდებულ ინფორმაციას. კონკურსში მოსწავლეებს უნდაეჩვენებინათ რაგაიგეს და დაიმახსოვრე სსემინარის განმავლობაში. სემინარის მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრებიც.








 

სიახლეებში დაბრუნება