რუსთაველის ფონდი

05/02/2018

   2018 წლის 27 მარტს ფაკულტეტის თანამშრომლება მოისმინეს ინფორმაციასეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენის შესახებ

პროექტი № FR/119/3-109/14, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი, ხელმძღვანელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კილასონია (2015-2017 წწ.), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ ხელიძე (2018 წლიდან), შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა დონდოლაძე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა: სეისმურად აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყე-რებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა.

ჩამოქცევა-მეწყერული პროცესების წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებისა და კანონზომიერებების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ძირითად მოქმედ ძალებად, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ფერდობის მდგრადობა, მიჩნეულია: სამთო ქანების მასივის წონა, სეისმური ზემოქმედება, ფილტრაციული ნაკადის წნევა. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიწვიოს ძვრაზე სიმტკიცის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო მყინ-ვარების მეზობლად მდებარეობის შემთხვევაში მათთან ურთიერთქმედება. მეწყერის განვითარების პროცესის მათემატიკური მოდელირების ალგორითმი განხორციელებულია სამ ეტაპად: პირველი-მთის მასივის სტატიკური დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა ცოცვადობის და მასივის ბზარიანობის გათვალისწინებით წრფივი დრეკადობის თეორიის ფარგლებში, მეორე-სეისმური დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა დრე-კად-პლასტიკური ამოცანის ფარგლებში, რომლისთვისაც პირველი ეტაპზე მიღებული შედეგები წარმოადგენს საწყის მონაცემებს, მესამე-მთის ქანების ჩა-მოქცევები, რომლებიც განხილულია ბლანტი სითხის ნაკადის სახით. წარმოდგენილია ჟინვალის წყალსაცავის ზონაში არსებული მეწყერების და ღვარცოფების თანამედროვე მდგომარეობა. მეწყერების მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები, აგრეთვე პროფილაქტიკისა და სტაბილიზაციისათ-ვის გასატარებელი ღონისძიებებიები. შემოთავაზებულია მეწყერსაშიშროების ადრეული შეტყობინების სისტემის 5-დონიანი სქემა.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული იქნა მონაწილეობა ორ საერთაშორისო კონფერენციაში, ხოლო სამუშაოს შედეგების მიხედვით მომზადდა ორი სტატია რეცენზირებად ჟურნალებში.





 

სიახლეებში დაბრუნება