მემორანდუმი საქართველოს ფოსტასთან

02/21/2018

საწარმოო ოპერაციების და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  პროფესორ არჩილ სამადაშვილის ინიციატივით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საფოსტო საქმიანობა თეორიული ნაწილი შეისწავლონ უნივერსიტეტში ხოლო საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას.

 



 

სიახლეებში დაბრუნება