გაეროს სესიაზე სიტყვით გამოსვლა

10/31/2017 ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტი, საწარმოო ოპერაციების და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი ასისტენტი, ბატონი ლევან ვეფხვაძე, გაერო-ს ჟენევის ოფისში, გაერო-ს ეკონომიკური საბჭოს (UNECE) ნახშირის მეთანის ექსპერტების და აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) გლობალური მეთანის ინიციატივის (GMI) ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ლევან ვეფხაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში ნახშირის შახტებიდან მიღებული მეთანის მოპოვების სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე.  ექსპერტებმა გაიზიარეს ლევან ვეფხვაძის მოსაზრება, რომ სახელმწიფო მხარს უნდა უჭერდეს შახტებიდან მეთანის კომერციული მოპოვების კერძო ინიციატივებს, რაც პირდაპირ უკავშირდება გლობალური კლიმატის დათბობის პრობლემას.

აღნიშნული ინიციატივა ასევე მნიშვნელოვანია შახტებში ნახშირის მოპოვებითი სამუშაობის უსაფრთხოების ზრდისთვის. გარდა ამისა, ექსპერტთა ჯგუფმა გაიზიარა თხოვნა, რომ 2018 წლის სექტემბრში საქართველოში გაიმართოს UNECE ექსპერთა ჯგუფისა და რეგიონული ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები მიიღებენ აუცილებელ ინფორმაციას შახტებიდან ნახშირის მეთანის მოპოვების როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ასევე, ამ კუთხით წარმატებულ ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ მოდელებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება