კომფერენცია

06/23/2017

2017 წლის 21 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია “ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”.

კონფერენცია გაიმართა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ,,მმართველობა განვითარებისათვის” ფარგლებში, რომელიც დელოიტ ქონსალთინგის მიერ ხორციელდება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან ერთად.  

            კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ექსპერტების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და  ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, მათ შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ფაკულტეტის 10 სტუდენტი.








 

 


 

სიახლეებში დაბრუნება