კომფერენცია

06/13/2017

8, 9 და 10 ივნისს სტუ–ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდა „სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის“ „ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების“ სექციის სასესიო სხდომა. სექციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო  11 ბაკალავრმა, 11 მაგისტრნტმა და 5 დოქტორანტმა. კონფერენციაში ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა. ქუთაისიდან მოხსენება გააკეთეს საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებმა: დავით ჯაფარიძემ და გიორგი ხარაბაძემ (ხელმძ.: ფრიდონ ახალაძე, ასოცირ. პროფ.), ხოლო ბათუმიდან - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის, გემის ელექტრომექანიკის სპეციალობის სტუდენტებმა: ნიკოლოზ ხაბაზმა, მანუჩარ დიასამიძემ, სანდრო ტაბატაძემ და ზაალ ხაბაძემ  (ხელმძ.: მაია ტუღუში, ასოცირ. პროფ.).სტუმრებმა სტუ-ს სტუდენტებთან ერთად დაათვალიერეს დეპარტამენტის ლაბორატორიები. 







 

სიახლეებში დაბრუნება