სხდომა

05/21/2017

13 მაისს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე გაიმართება საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა თემაზე - „ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ჰიდროენერგეტიკის განვითარება“.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: სემეკის, სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისიტემის კომერციული ოპერატორის, მაღალი კაშხლების საერთაშორის კომიტეტის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის, პროფილური არასაამთავრობო და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმაი ექსპერტებმა.

შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხი, ჰიდროენერგეტიკის როლი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ამაღალებაში, მისი განვითარების პერსპექტივები და ბარიერები. შემუშავებული იქნა ერთიანი, პროფესიული პოზიცია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის, როგორც ქვეყნის უმთავრესი ენერგეტიკული რესურსის ათვისების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

 






 

სიახლეებში დაბრუნება