პრაქტიკები გარდაბანში

04/30/2017 2017 წლის 27 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტსა და შპს „გარდაბნის თბოსადგური“-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმის საგანია, ერთის მხრივ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული სასწავლო კურსის ჩატარება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით და მეორეს მხრივ, კომპანიის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კონსულტირება ენერგეტიკულ დანადგარებთან, კომპლექსებსა და მოწყობილობებთან დაკავშირებით წამოჭრილ საინჟინრო-თეორიულ საკითხებში.






 

სიახლეებში დაბრუნება