დოქტორანტის წარმატება

06/22/2016

დოქტორანტის წარმატება Chevening სტიპენდიების პროგრამის საგრანტო კონკურსში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტმა, გიორგი მეტრეველმა “Chevening” - დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო დაფინანსების ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ნოტინგემის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მდგრადი ელექტრო ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სადოქტორო პროგრამის მეორე კურსის დოქტორანტია და მისი სადისერტაციო ნაშრომის მიმართულებას ელექტრომომარაგების ქსელებში მიმდინარე ელექტროდინამიკურ პროცესების სამეცნიერო კვლევა წარმოადგენს.


 

სიახლეებში დაბრუნება