ექტროენერგიის ხარისხის კონტროლისა და აღრიცხვის“ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია

06/14/2016
         ექტროენერგიის ხარისხის კონტროლისა და აღრიცხვის“ სასწავლო-სამეცნიერო                                                                         ლაბორატორია

9 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტში „ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლისა და აღრიცხვის“ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია გაიხსნა.



ლაბორატორია მოიცავს „ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების კონტროლისა და აღრიცხვის“ სტენდსა და „ელექტრომომარაგების სისტემის დატვირთვების ფიზიკურ მოდელს“ და უზრუნველყოფილია „SCADA“-ს სისტემით.
„ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების კონტროლისა და აღრიცხვის“ სტენდის პროექტი დაამუშავა „SEDMAX“ კომპანიამ, რომელიც აღჭურვილია “SATEC”- ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორებითა და მრავალფიდერული მრიცხველით.

სტენდს შეუძლია ერთდროულად გააკონტროლოს ელექტრომომხმარებლების მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ხარისხის 40-ზე მეტი მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ ელექტროსისტემის ფიზიკური დატვირთვის მოდელის - „დამტვირთავი სტენდის“ პროექტი დამუშავებულია და ფიზიკურად შექმნილია დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.



ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „SEDMAX“ კომპანიის ოფიციალური პირები. სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები.

 

სიახლეებში დაბრუნება