სტაჟირება იწყება

05/13/2016

შუახევიჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

 

ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიასმენეჯმენტის წევრებმა სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე და პროფესორ-მასწავლებლები.



 

კომპანია უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. 2015 წელს სამი სტუდენტი შეირჩა პროექტის ფარგლებში. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიასმიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ,,შუახევიჰესის პროექტისშესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტები დაინტერესდნენ პროექტის მიმდინარეობის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სტაჟირების პროცესში დაგეგმილი სასწავლო კურსის შესახებ.

 

სტაჟირება ანაზღაურებადი იქნება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. საბუთების მიღება 12 მაისს დაიწყება. კომპანიის მიერ გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები თვის ბოლოს გამოვლინდებიან.

 


 

სიახლეებში დაბრუნება