შეხვედრა მოსწავლეებთან

04/21/2016

2016 წლის 20 აპრილს . რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ღონისძიებაშიენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილიდაბალემისიებიანი სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამახელს უწყობს ახალგაზრდობას საინფორმაციო სესიების გზით  უკეთ გაეცნოს ენერგოეფექტურ და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებს. ღონისძიების  მიზანია ახალგაზრდობის ჩართვა ენერგოეფექტურ ღონისძიებებში, რაც წვლილს შეიტანს კლიმატური ცვლილების შერბილების პროცესში.













სემინარს
წარუძღვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძეპროფესორმა არაბიძემ ისაუბრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე, ენერგო დაზოგვის გზებზე, ენერგო აუდიტზე, ენერგოეფექტურობაზე  საცხოვრებელ სექტორში, სახლში ენერგიის დაზოგვის მარტივ რჩევებზეენერგო ეფექტურ მოწყობილობებზეენერგოეფექტურ/განახლებად ენერგო  პროექტებზე, რომლებსაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები განახორციელებენ, ენერგოეფექტურობასა და კლიმატურ ცვლილებაზე, ასევე, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიებზე.   კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, ხოლო ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

სიახლეებში დაბრუნება