ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
2016 წლის 6 აპრილს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მარგალიტა არაბიძემ და ნატა ჯამბურიამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს სახელმწიფოს ხედვა და გეგმები განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით.
ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა თორნიკე თოხშუამ წარმოადგინა პრეზენტაცია სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტის შესახებ.
გაიმართა დისკუსია. პასუხი გაეცა მრავალრიცხოვან საინტერესო შეკითხვას.