IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

09/13/2023
მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისამდი მიძღვნილი IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო);

- ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა);

- კრემენჩუგის მიხაილო ოსტროგრადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა);

- ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“ (უკრაინა);

- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (საქართველო);

- უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაცია (უკრაინა);

- საქართველოს ენერგეტიკის აკადემია (საქართველო); 

- სს „ენერგო პრო ჯორჯია“ (საქართველო);

- შპს „მონტაჟ ჯორჯია“ (საქართველო); 

- შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“ (საქართველო). 

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად ბმულზე: https://forms.gle/EHHYTjxeXU6PMBtJ7

საკონტროლო თარიღები:

2023 წლის 15 ოქტომბრამდე - რეგისტრაცია (ელექტრონულად);

2023 წლის 31 ოქტომბრამდე - გამოსაქვეყნებელი მასალების მიღება ელექტრონულად;

2023 წლის 10 ნოემბრამდე - შეტყობინება მასალის გამოქვეყნების თაობაზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის ფორმა:

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც დასწრებით, ასევე დისტანციურად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონები: (+995) 593 76 43 67, (+995) 595 29 00 44;

E-Mail: mppe@gtu.ge;

Internet: www.gtu.ge.


 

სიახლეებში დაბრუნება