საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

09/04/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ულოცავს და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, იწყება თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ადგილს ძლიერი საქართველოს მშენებლობის საქმეში - გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! გილოცავთ სტუდენტობას! 

განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის ეტაპისაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირეთ. თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ის საგანმანათლებლო უმაღლესი საინჟინრო სკოლა, სადაც მოღვაწეობენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები. გახსოვდეთ, განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის, ხოლო მეცნიერება წარმატებული სახელმწიფოს საძირკველი. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენ ყველა შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ევროპული სტადარტის შესაბამისი განათლება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაატაროთ კვლევები, იყოთ წარმატებული და ასახელოთ თქვენი ალმა-მატერი. 

მჯერა, განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოიყენებთ შანსს, რომელსაც სახელმწიფო და უნივერსიტეტი მოგცემთ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

ასევე  წარმატებები მინდა ვუსურვო აბიტურიენტებს, რომელთაც წელს გარკვეული მიზეზების გამო  ვერ აისრულეს ოცნება - ნუ დაყრით ფარ-ხმალს, თქვენ შეძლებთ თქვენი სიტყვა თქვათ და ჩამოყალიბდეთ კარგ პროფესიონალებად.

კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ,ახალგაზრდებო“.


 

სიახლეებში დაბრუნება