დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

09/01/2023
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების, სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის N01-05-04/111 დადგენილების და სტუ-ის რექტორის 2023 წლის 31 ივლისის N947481 ბრძანების თანახმად 2023/2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ცხადდება მიღება სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე.

  • სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ - ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, ან შესაბამის ფაკულტეტზე 1000 საათიდან 1600 საათამდე (ფაკულტეტზე კვირა დღის გარდა).

  • სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 სექტემბრის 1000 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი - 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68). საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდეს 2023 წლის 14 სექტემბრის 1000 საათიდან 15 სექტემბრის 1400 საათამდე გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2023 წლის 15 სექტემბერს სტუ-ის ვებგვერდზე;

                        ინგლისური ენა
                        გერმანული ენა

                        ფრანგული ენა

                        რუსული ენა


 

სიახლეებში დაბრუნება