ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, უცხო ენაში გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 14 სექტემბრის 1000 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი - 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68). საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩაბარების ადგილზე, 2023 წლის 14 სექტემბრის 1000 საათიდან, 15 სექტემბრის 1400 საათამდე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 2023 წლის 15 სექტემბერს, სტუ-ის ვებ-გვერდზე.
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 სექტემბრის 1100 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (კოსტავას ქ.N77), ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 15 სექტემბერს, სტუ-ის ვებ-გვერდზე.
გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან ჩატარდება 2023 წლის 18 სექტემბერს, 1000 საათიდან. გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი - ჩასარიცხ აპლიკანტთა სია) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებ-გვერდზე, 2023 წლის 19 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2023 წლის 19 სექტემბრიდან, 21 სექტემბრის 1400 საათამდე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებ-გვერდზე, 2023 წლის 22 სექტემბერს.
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2023 წლის 23 სექტემბერიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით (კვირის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია, უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.
ასევე იხილეთ: