საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ფარგლებში საგანამანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ

08/25/2023


სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს 2023 წლის 1- 8 სექტემბრის ჩათვლით.

შენიშვნა

·       ის სტუდენტები, რომლებიც სტუ-ში ჩაირიცხნენ 2020,   2021  და 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები.  (აღნიშნული შეზღუდვა  არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე)  (დანართი 1 ა - საგანმანათლებლო პროგრმების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით)

·       ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტს  არ აქვს მობილობით სარგებლობის უფლება.

·       სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მობილობისათვის გათვალიწინებული იქნება შესაბამისი პროგრამების დაშვების წინაპირობები. (დანართი 1ბ და დანართი 1გ ) სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობების მითითებით)

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. ( დანართი 2 )


 

სიახლეებში დაბრუნება