ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

07/18/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. 

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე მსმენელთა მისაღებად კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუ-ის ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიისა და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე) და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა  თითოეულ მსმენელს 500 ლარის ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

სწავლება 2-სემესტრიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რის შემდეგაც გაივლიან გასაუბრებას სსე-ის ხელმძღვანელობასთან, ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით. გასაუბრების წარმატებით გავლის საფუძველზე მოხდება მსმენელთა დასაქმება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სსე-ის ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე მიღების მიზნით,  2023 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე -  training@gse.com.ge  უნდა გაგზავნონ:

კონკურსი 2023 წლის 10-დან 28 სექტემბრამდე,  2 ეტაპად ჩატარდება:  წერითი გამოცდა და გასაუბრება.

საგამოცდო ბილეთი მოიცავს 2 საკითხს საგამოცდო საკითხების სიიდან.

იხილეთ:
საგამოცდო საკითხები

საგამოცდო ბილეთის ნიმუში

კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი კონკურსანტებს პირადად ეცნობებათ.






 

სიახლეებში დაბრუნება