ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
„საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ -ის დახურვის საზეიმო ღონისძიება 2023 წლის 26 ივნისს, 16:30 საათზე, რიყის პარკში გაიმართება.
უგულშემატკივრე შენი უნივერსიტეტის სპორტულ გუნდებს, შემოქმედებით კოლექტივებს და მათთან ერთად გაიზიარე წარმატება!
სტუდენტური ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრებიან და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები.
თითოეულ მიმართლებაში გამარჯვებული უნივერსიტეტები შესაბამისი ხარისხის თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.
ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი ქულების საერთო რაოდენობით გამოვლინდება და მას გარდამავალი თასი გადაეცემა.
ღონისძიება ბენდის - ,,რეზო და ბავშვები’’ კონცერტით დასრულდება.
„საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ „საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, 25 მაისიდან 20 ივნისამდე ჩატარდა