ინგლისური ენის კურსები მალტაზე - სტუ-ის სტუდენტების, მასწავლებლებისა და თანამშრომლისთვის

06/20/2023


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და GCC- Malta - მალტის ქართული კულტურის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გთავაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს მალტის ინგლისურენოვან სკოლებში.

 საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების პერიოდია აგვისტო-სექტემბერი, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის ერთკვირიანი სწავლების სრულ პაკეტს, მათ შორის:  ავია ბილეთებს; ტრანსფერებს; ცხოვრებს ხარჯებს (Host family); ორჯერად კვებას; სწავლის ხარჯებს (რეგისტრაცია, ლექციები, ინგლისური ენის თანამედროვე სახელმძღვანელოები, სერტიფიკატი). სრული პაკეტის ღირებულებაა 990 ევრო.  

კურსებით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს, მასწავლებლებს და ინგლისური ენის შესწავლის (ან სრულყოფის) მსურველ სტუ-ის ნებისმიერ  თანამშრომელს. მონაწილეობისათვის ასაკი, სპეციალობა, ინგლისური ენის ცოდნის ხარისხი (დონე) შეუზღუდავია.

დასვენების მსურველთათვის ამავე პერიოდში შესაძლებელია ტურისტული პაკეტები.

ასევე სურვილის მიხედვით, შესაძლებელია ორკვირიანი და მეტი ხანგრძლივობის სასწავლო და შერეული (ტურისტული+სასწავლო)  პაკეტები.

დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისათვის  გთხოვთ დაუკავშირდეთ: 599 94 66 05

ცნობისთვის, 24, 31 აგვისტოს და 7 სექტემბერს Air Malta და Malta Booking Travel განახორციელებს პირდაპირ ფრენას მალტის რესპუბლიკაში  (თბილისი - მალტა- თბილისი).


 

სიახლეებში დაბრუნება