GGSB- 2023 ლექციების კვირეული და პროგრამა

06/20/2023


2023 წლის 26-30 ივნისს „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის - GGSB) კონცეფციის ფარგლებში კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში ( სტუ, თსუ, საუ) ჩატარდება ლექციების განახლებული კურსი. ეს არის  „შემოდგომის ლექციები თბილისში“ პროექტის გაგრძელება. ლექციების თემატიკა მოიცავს ფიზიკის (სამედიცინო ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები და სხვა), ქიმიის, ენერგეტიკის, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (სტუ, თსუ, აგრუნი, ილიაუნი და ქსუ) ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და  აკადემიური პერსონალი.

დეტალური ინფორმაცია GGSB  ლექციების კვირეული 2023-ს  პროგრამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ თანდართულ ფაილში და ასევე იხილოთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ვებ-გვერდზე: http://fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2023/program .


 

სიახლეებში დაბრუნება