სტუდენტთა საყურადღებოდ!

06/06/2023
2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე (გრაფიკზე) გადაყვანის მსურველმა სტუდენტებმა,  ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების შესაბამისად,   წარმოადგინეთ საბუთები ფაკულტეტის დეკანატში

2023 წლის 20 ივნისამდე

ინდივიდუალურ გრაფიკზე შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:

·        ჯანმრთლელობის პრობლემის მქონე, ფეხმძიმე ან მცირეწლოვანი ბავშის დედა; სამხედრო მოსამსახურე;

·        საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილე;

·        სტუ-ს ნაკრების წევრი;

·        სტუ-ს შემოქმედებით ან სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული
ანსამბლი, კვარტეტი, და ა.შ) გაერთიანებული სტუდენტი, რეკომენდებული სოციალურ
საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენის მიერ;

·        მხოლოდ სწავლების  III და IV წლის სტუდენტები, რომლებიც არიან თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სხვა სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამების სტუდენტისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი;

·        სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი
სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი;

წარსადგენი დოკუმენტაცია:

1)    განცხადება სტუ-ს ვიცე- რექტორის სახელზე;

2)    პირადობის ასლი;

კატეგორიის შესაბამისი ცნობა.


 

სიახლეებში დაბრუნება