საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფიდან (EMG) აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

05/23/2023

საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფიდან (EMG) აცხადებს ვაკანსიას  ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი - EMG“ 2016 წელს დაფუძნდა. კომპანია A ტიპის
ინსპექტირების აკრედიტებული ორგანოა და საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებას
უწევს სამშენებლო სფეროს თითქმის ყველა დარგს.
საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვით, პრინციპულობითა და პროფესიული
ღირებულებების ერთგულებით კომპანიამ დაიმკვიდრა ინსპექტირების წამყვანი
ორგანოს სტატუსი ქართულ ბაზარზე. სამშენებლო სექტორის ნდობა და პატივისცემა
„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით
დაიმსახურა. მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციამ, ადგილობრივი და საერთაშორისო
ინტელექტუალური რესურსების მოზიდვამ და გუნდურმა მუშაობამ განაპირობა
კომპანიის სტაბილურობა და ლიდერობა ბაზარზე.
„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი EMG“ დღემდე შეუზღუდავად ემსახურება ყველაზე
მასშტაბურ სამშენებლო ობიექტებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი - EMG“ ამჟამად გთავაზობთ დასაქმებას და აცხადებს
ვაკანსიას ინჟინერ - ენერგეტიკოსის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქციები:
 პოექტირება
 საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება
 სამონტაჟო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა
 წერილობითი ანგარიშგება (რეპორტინგი)
მოთხოვნები:
 3-4 წელი პრაქტიკული გამოცდილება
 ინჟინერ-ენერგეტიკოსის მაგისტრის დიპლომი
 ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე)
სამუშაოს ლოკაცია : საბურთალო (ყაზბეგი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
დამატებითი ბენეფიტები: შეთანხმებით
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ დასაქმდეთ ჩვენს
კომპანიაში, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@emg.ge. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ
ვაკანსიის დასახელება ინჟინერ-ენერგეტიკოსი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით
მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი
პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებას!


 

სიახლეებში დაბრუნება