სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები შეხვდნენ

05/22/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ასევე, "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმოამდგენლები: უფროსი რეკრუტერი მარიამ ადეიშვილი, ტექნიკური დირექტორი დავით დვალი და ავტომატიზაციის სამსახურის უფროსი ალექსანდრე მიქელაძე.

სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომპანიის საქმიანობის შესახებ, ადგილზე გაეცნენ არსებულ ვაკანტურ ადგილებსა და კომპანიის სტაჟირება/დასაქმების პირობებს.

სტუდენტებმა კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს საჭირო მონაცემები და კომპანიის მხირდან, მიიღეს პირობა, რომ უახლოეს მომავალში განიხილავენ მათ კანდიდატურებს და დაასაქმებენ.

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს"-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის არა ერთი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც დარგში წარმატებით მოღვაწეობენ. 


 

სიახლეებში დაბრუნება