GGSB ლექციების კვირეული 2023

05/08/2023


2023 წლის 26-30 ივნისს, „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის - GGSB) კონცეფციის ფარგლებში, კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში (სტუ, თსუ, საუ) ლექციების განახლებული კურსი ჩატარდება, რომელიც პროექტის- „შემოდგომის ლექციები თბილისში“ გაგრძელებაა.

ლექციების თემატიკა ფიზიკის (სამედიცინო ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები და სხვა), ქიმიის, ენერგეტიკის, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებს მოიცავს

პროექტში მონაწილეობის უფლება საქართველოდან აქვთ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (სტუ, თსუ, აგრუნი, ილიაუნი და ქსუ) სტუდენტებს (ბაკალავრიატის მე-4 კურსი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა  სტუდენტებმა  უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა). პროექტში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიმართეთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში პროფ. მიხეილ ჩიხრაძეს და ქ-ნ ეკა მეგრელიშვილს. საკონტაქტო ნომრები: 577 393500 (მიხეილი), 593 900986 (ეკა); ელ.ფოსტა  m.chikhradze@gtu.gee.megrelishvili@gtu.ge; სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 31 მაისამდე.

სტუდენტები მეორე ეტაპზე საბოლოოდ შეირჩევიან ქართველი/გერმანელი ხელმძღვანელებისა და ინსტიტუტის დირექტორებისგან შემდგარი კოლეგიის მიერ გასაუბრების წესით და მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტებს გერმანიის ინსტიტუტებში სტაჟირებისთვის რამოდენიმე კვირით (FZJ, GSI, HZDR, RWTH Aachen).   პირველადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ: http://www.fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2023/about-event

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული "ვორქშოფები და საზაფხულო სკოლები" (ე.წ. GGSWBS) წლების განმავლობაში ტარდებოდა ქართულ უნივერსიტეტებში. ხსენებული ღონისძიებები 2004 წელს დაიწყო და პანდემიის დროს არსებული შეფერხებების მიუხედავად 2022 წელს კვლავ განახლდა, რომლის ფარგლებშიც FZJ ინსტიტუტების (IEK, IKP, INM, PGI) წამყვანი მეცნიერები ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ქართველი სტუდენტებისათვის.

 

სიახლეებში დაბრუნება