სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

04/18/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თითოეულ ადამიანს აღავსებს რწმენით, რომ საერთო ძალისხმევა სიკეთისა და განათლებისკენ, ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისკენ იქნება მიმართული.

„ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, თანამშრომლებო,

ქრისტე აღდგა!

აღდგომის მადლი სიხარულით აღავსებს ჩვენს გულებს: „... სიკვდილი დაძლეულია, ეშმაკი - განგმირული, მისი მსახურნი კი - სირცხვილეულნი და ძლეულნი“ (წმ. იოანე ოქროპირი).

მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს თავის განუზომელ  მადლს.  

ეს დღე თითოეულ ჩვენგანს განუმტკიცებს რწმენას იმისა, რომ სიცოცხლე და მოყვასის სიყვარული სძლევს სიკვდილსა და ბოროტებას, სწავლა და გარჯა სძლევს სიბნელესა და უმეცრებას. 

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა თითოეულ ჩვენგანს აღავსებს სასოებით, რომ გავუმკლავდებით ყოველგვარ სირთულეს და მთელს ჩვენს ძალისხმევას მივმართავთ სულიერი სრულყოფისკენ, განათლებისა და მეცნიერებისკენ, გაერთიანების, განვითარებისა და აღმშენებლობისკენ.

აღვავლენთ ლოცვას მის მიმართ, რათა მოგვმადლოს ბედნიერი ცხოვრება, თბილი ოჯახი, ჯანმრთელობა, წარმატებები საქმიანობაში, გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ხალხი.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - ქრისტე აღდგა!“ -  აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მილოცვაში.


 

სიახლეებში დაბრუნება