სტუ-ის ლიეტუვური ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს

04/05/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელ უფასო კურსებზე იწვევს და  ამ მიზნით, სტუდენტთა ახალ ჯგუფს აყალიებებს.

მსურველებმა სარეგისტრაციოდ, მიმდინარე წლის 4-დან 7 აპრილის ჩათვლით, 13:00-დან 17.00 საათამდე, უნდა მიმართონ სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისამართზე: სტუ-ის მე-10 სასწავლო კორპუსი მე-2 სართული, #216 კაბინეტი:

რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ ბაკალავრიატის 1-ლი და მე-2 კურსის სტუდენტებს.

კურსები ჩატარდება სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში, კვირაში 2-ჯერ.

ცნობისათვის: სტუდენტებისთვის ცენტრში მოქმედებს არაერთი უფასო პროექტი, მათ შორის: სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები (სტიპენდიის გათვალისწინებით) ლიეტუვის უნივერსიტეტებში, საზაფხულო სასწავლო კურსები და სხვ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც დაამთავრებს საბაკალავრო პროგრამას და პარალელურად, შეისწავლის ლიეტუვურ ენას, მიეცემა შესაძლებლობა მოიპოვოს დაფინანსება, უფასოდ გააგრძელოს სწავლა ლიეტუვის ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე და ამასთან ერთად, მიიღოს  ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია. სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას დააფინანსებს ლიეტუვის რესპუბლიკა ან ევროკავშირი.





 

სიახლეებში დაბრუნება