17 მაისს სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

03/30/2023


2023 წლის 17 მაისს, სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება, რომელიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.

კონფერენცია ჩატარდება ZOOM - ის პლატფორმის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს.

კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება ის სტატია, რომელიც მოწონებული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ და დააკმაყოფილებს კონფერენციის მიერ ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

კონფერენციის სამუშაო სექციებია:

საზღვაო მეცნიერებები;

ლოგისტიკა;

ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბიზნესის ადმინისტრირება.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

კონფერენციის ფორმატი: მოხსნების დრო - 10 წუთი, კითხვა-პასუხი - 5 წუთი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

15 აპრილის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება და აბსტრაქტის წარმოდგენა.

20 აპრილი - კონფერენციის შემდეგ ეტაპზე გადასული ნაშრომების გამოვლენა და მონაწილეთა ინფორმირება.

1 მაისი - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;

17 მაისი - კონფერენცია.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://fb.me/e/AIIPVWW4

კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 17 ივნისს.

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი კვლევების ცენტრი studconference2023@bntu.edu.ge b.gechbaia@bntu.edu.ge g.abashidze@bntu.edu.ge


 

სიახლეებში დაბრუნება