უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (ინფორმაცია გამყოფი ხაზის პროგრამის შესახებ)

03/17/2023
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარი სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერის, ონის, მესტიის, ზუგდიდის , წალენჯიხის (სოფ: პალური, ნაშამგუ, ოლორი, ქალაღალი, წყოუში, ეწერფერდი, ფახულანი, მუჟავა) და ონის (სოფ: გლოლა, გომი, ღარი, ირი, სხანარი, ქვედი, წედისი, ჯინჭვისი) მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების საკითხზე განცხადებების წარდგენა მიმდინარეობს შესაბამის მუნიციპალიტეტებში  2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.  გთხოვთ შესაბამისმა ბენეფიციარებმა, ვინც ელექტრონული რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადაში ვერ წარადგინეს განცხადებები, სასწრაფოდ მიმართოთ თქვენს მუნიციპალიტეტებს , რათა მათ უახლოეს ვადაში უზრუნველყონ განათლების სამინისტროსთვის სიების ფორმირება. (აღნიშნულმა სტუდენტებმა ინფორმაცია მიაწოდონ ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმართველობას).


 

სიახლეებში დაბრუნება