სტუდენტთა საყურადღებოდ! თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ

03/13/2023


თავდაცვის ახალი კოდექსით, სტუდენტის სტატუსი რჩება სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად. სტუდენტები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაივლიან სამსახურს და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ახალი კოდექსი სრულად თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან.

თავდაცვის ახალი კოდექსით, სტუდენტებს, ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:

  • თუ სტუდენტები სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;

  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

თავდაცვის ახალი კოდექსით იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა, იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი და უმჯობესდება ჯარის სოციალური გარანტიები. აღნიშნული რეფორმებით, კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.


 

სიახლეებში დაბრუნება