ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს - ევტიხ (ხუტა) მაჭავარიანს 80 წელი შეუსრულდა

03/02/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაცია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები 80 წლის იუბილეს ღვაწლმოსილ მეცნიერს, ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილ წევრს, 150-მდე სამეცნიერო, სასწავლო-მეთოდური ნაშრომისა და  12 გამოგონების ავტორს, ევტიხ (ხუტა) მაჭავარიანს ულოცავენ.

ბატონო ხუტა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 55-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე თქვენ აღზარდეთ საუკეთესო სპეციალისტთა და მკვლევართა თაობები. სასიხარულოა, რომ პედაგოგიურ საქმიანობას დღესაც წარმატებით აგრძელებთ, უძღვებით თბოტექნიკური დისციპლინების სასწავლო კურსებს და თქვენი მენტორობით მრავალი ახალგაზრდა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ეუფლებიან ერთ-ერთ ურთულეს საინჟინრო სპეციალობას.   

თქვენ დღემდე ეწევით სამეცნიერო საქმიანობას, ამჟამად კი კვლევებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით ახორციელებთ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ სიყვარულსა და ერთგულებაზე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაკავშირებთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, ბატონო ხუტა, გისურვებთ ჯანმრთელობასა და არაერთ წარმატებას - მრავალჟამიერ, მშობლიური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!




 

სიახლეებში დაბრუნება