სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ქვეყნის პირველი კონსტიტუციის დღეს ეხმაურება

02/21/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, ქვეყნის პირველი კონსტიტუციის დღეს ეხმაურება:

„სიამაყით გვავსებს საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო მაშინდელ მსოფლიოში. ჩვენი სახელმწიფოს ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში 102 წლის წინ გამოხატული უმთავრესი ღირებულებები -  ადამიანის უფლებების დაცვა, საყოველთაო საარჩევნო უფლება, რელიგიის თავისუფლება, ეროვნული უმცირესობების დაცვა, ქალთა უფლებების დაცვა, საყოველთაო განათლების უფლება, თვითმმართველობის დამკვიდრება, სიკვდილით დასჯის გაუქმება, მთლიანად სახალმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ვალდებულებები ამ პრინციპების ცხოვრებაში რეალიზების საქმეში და სხვა - დღესაც უდავოდ აქტუალურია, ასახავს ჩვენი ხალხის სულისკვეთებასა და ევროპულ ღირებულებათა ერთგულებას.

ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენს სტუდენტებს, საქართველოს ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მოქლაქეებს! პირველი კონსტიტუციის მთავარი ღირებულებების დაცვა და დემოკრატიის პრინციპების განმტკიცება ურთულესი შრომაა, რომელიც მუდმივ განვითარებასა და აღმშენებლობას მოითხოვს. ამ გზაზე მთლიანად ვაცნობიერებთ ჩვენს მისიას - აღვზარდოთ ღირსეული მომავალი თაობები და მათთან ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული და მაღალი დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.


 

სიახლეებში დაბრუნება