02/17/2023
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (
University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის,
სასწავლო კურსები, იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 1 სტუდენტის მობილობა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა (ბუღალტერია და ფინანსები); ტურიზმის მენეჯმენტი; ელექტროინჟინერია; მანქანათმშენებლობა; ინფორმატიკა და კომპიუტერული ინჟინერია.
სიახლეებში დაბრუნება