02/18/2023
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (II სემესტრი) და 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 აპრილამდე
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 4 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 9 მარტამდე
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 17 - 21 აპრილს კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ
II საერთაშორისო პერსონალის კვირეულისფარგლებში. საერთაშორისო კვირეულში გათვალისწინებულია ორი პარალელური პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის - "მობილობის ახალი ტენდენციები - არსებული მიღწევები და გამოწვევები" და თანამშრომლებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება კარიერული სერვისების მიმართულებას - "ახალი ტენდენციები კარიერულ სერვისებში".
მიზნობრივი ჯგუფები: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები; კარიერული სერვისების დეპარტამენტის თანამშრომლები.
სიახლეებში დაბრუნება